6 room private house for sale in mtskheta municipality

6 room private house for sale in mtskheta municipality

220ID: 25503788
Saguramo
920,150
1 - 3539
Middle Price
260 m²
Area
6
Rooms
3
Bedroom
1
Floor
750 m²
Yard area

Short description

იყიდება ექსკლუზიური, თანამედროვე (Modern/Contemporary) და მოდური სტილის ვილა, პანორამული ხედებითა და აუზით

ნაგებობას აქვს მკაფიო, გეომეტრიული ფორმები და თანამედროვე არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ბრტყელი გადახურვა.

ვიტრაჟული/პანორამული ფანჯრები შიდა სივრცეს, ეზოსა და გარემომცველ ბუნებას შორის ზღვარს აქრობს და ღია კონცეფციის (Open Concept) საუკეთესო ნიმუშია - ხედი მწვანე გაზონზე, აუზსა და მთებზე, სახლის შიდა სივრცის გაგრძელება ხდება. ვიტრაჟები იძლევა საოცარ ბუნებრივ განათებას და სივრცეს ვიზუალურად ბევრად დიდს, ნათელსა და პოზიტიურს ხდის, რაც ადამიანის განწყობაზე დადებითად მოქმედებს.

ფუნქციურად ძალიან კომფორტულია — ყოველგვარი დერეფნებისა და კიბეების გარეშე, მისაღები ოთახიდან პირდაპირ აუზის პირას ხვდები, რაც ზაფხულში იდეალურ დასასვენებელ გარემოს ქმნის.

ქონება მდებარეობს უშუალოდ ცენტრალურ, მოასფალტებულ გზასთან, ასე რომ, არ მოგიწევთ, არსად გადახვევა და არ გიწევთ ქვაღორღიანი გზით სახლამდე მისვლა, როგორც ეს საგურამოს სახლების უმრავლესობაში გვხვდება. ინფრასქტრუქტურა კარგად განვითარებული და გამართულია. სახლი მდებარეობს არაჩვეულებრივ ლანდშაფტში, თბილისის ეროვნული პარკის ზუსტად წინ.

საცხოვრებელი ფართია 160 კვადრატული მეტრი, ხოლო ეზო 750 კვადრატული მეტრი. სახლი უზრუნველყოფილია კომფორტული ცხოვრებისათვის საჭირო ყველა ნივთით და სისტემით.

ტექნიკურად სრულად გამართული აუზით 🏊‍♀️ ბუხრით 🪵 ორი აბაზანით, ძვირადღირებული ავეჯით (KARE) 🛋️

სრული ტექნიკით 🎛️ და პანორამული ხედით კავკასიონზე 🌄 სახლის წინ მდინარის ხეობა 🏞️ და თბილისის ეროვნული პარკია 🌲🌴 ხოლო სახლის უკან, მაღალი მთა და ტყე ⛰️🌳

სამზარეულო აღჭურვილია ყველაფრით: ტევადი და დიდი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩათვლით.

აქვს სამი საძინებელი, მათ შორის ერთი საკუთარი აბაზანითა და სველი წერტილით.

ეზო გარშემორტყმულია კაპიტალურად ნაშენები და დეკორატიულად გაფორმებული ღობით. ჭიშკარი მუშაობს ავტომატურ სისტემაზე პულტის მეშვეობით. მწვანე გაზონები და მცენარეები ირწყვება ავტომატური მორწყვის სისტემით. ეზო სრულად და კარგად არის განათებული.

განათების სისტემა მუშაობს ავტომატურად (პროჟექტორები შებინდებისთანავე ირთვება). სახლი უზრუნელყოფილია გათბობის იტალიური სისტემით, აბაზანისა და სამზარეულოს ძვირადღირებული ტექნიკით (BOSCH, SAMSUNG, PHILIPS) და სასადილოსა და ეზოს ძვირფასი ავეჯით (KARE). სახლი უზრუნველყოფილია ინტერნეტით.

ცივი და ცხელი წყალი არის მუდმივად, რადგან სახლს გააჩნია წყლის მიწოდების საკუთარი, ავტონომიური სისტემა.

სახლს აქვს პარკინგი სამი ავტომობილისთვის. სახლში დარჩება დიდი და მცირე ზომის ორი ბალახის საკრეჭი გაზონის მოსავლელად.

ფასი 350 000$

Addition parameters

Status
New building
Condition
Newly renovated
Type of project
Villa
sandro
Agent

If the information in the listing is incorrect, file a report

Value scale

The position on the value scale is determined based on the price of real estate with similar parameters on this website

920,150 ₾

Top Price

Good Price

Middle Price

Mid-high Price

High Price