იყიდება ახალი გარემონტებული, უცხოვრებელი 3-ოთახიანი პრემიუმ კლასის ბინა m კვადრატის საცხოვრებელ კომპლექსში, საბურთალოზე.
ბინა მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ კორპუსში. იდეალურია როგორც კომფორტული საცხოვრებლისთვის, ასევე საინვესტიციოდ.
მდებარეობა ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა – სითი მოლთან და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან ახლოს, მეტრო „ვაჟა-ფშაველადან“ მხოლოდ 500 მეტრში.
ბინის განლაგება მოიცავს ნათელ სტუდიოს ტიპის მისაღებს, ორ იზოლირებულ საძინებელს, ერთ სველ წერტილსა და აივანს. ბინა მდებარეობს 20-ე სართულზე, საიდანაც იშლება პანორამული ხედები, ხოლო სიმაღლე უზრუნველყოფს სიმშვიდესა და სუფთა ჰაერს.
ინტერიერი შესრულებულია თანამედროვე მინიმალისტურ სტილში, გამოყენებულია მაღალი ხარისხის მასალები, დამონტაჟებულია ტევადი სარკეებიანი გარდერობები და ფუნქციური სამუშაო სივრცეები.
ბინა იყიდება სრულად აღჭურვილი ავეჯითა და ტექნიკით. რჩება კონდიციონერი, Gorenje-ს ჩაშენებული მაცივარი, ელექტრო ღუმელი, გაზქურა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ტანსაცმლის სარეცხი მანქანა, რომელიც აივანზე სპეციალურად მოწყობილ სათავსოშია განთავსებული. ასევე ფასში შედის სრული ავეჯი – საწოლები, დივანი, სასადილო მაგიდა და სკამები.
სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით ორი საპარკინგე ადგილის შეძენა. თითოეული საპარკინგე ადგილის ღირებულებაა 25 000 აშშ დოლარი.