იყიდება მყუდრო ბინა ნუცუბიძის IV მიკრორაიონში, დათუაშვილის ქუჩაზე.
ბინა კეთილმოწყობილია და აღჭურვილია ცენტრალური გათბობის სისტემითა და კონდიციონერით. ინტერიერში გამოყენებულია მაღალი ხარისხის ლამინირებული იატაკი და კაფელ-მეტლახი, ხოლო დეკორატიული კედელი შესრულებულია აგურის მოპირკეთებით, რაც სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.
სამზარეულოს, საძინებლისა და შემოსასვლელის ჩაშენებული ავეჯი დამზადებულია მაღალი ხარისხის ავსტრიული ლამინატისგან და რჩება ახალ მფლობელს. სამზარეულოს სამუშაო ზედაპირი არის კვარცის, ასევე დამონტაჟებულია ჩასაშენებელი ღუმელი და ჭურჭლის სარეცხი მანქანა.
ბინის ერთ-ერთი უპირატესობა მისი მოსახერხებელი მდებარეობაა. ახლოს მდებარეობს სკოლა, საბავშვო ბაღი, სკვერი, აფთიაქები, სასურსათო და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიები. ლისის ტბამდე მისვლა შესაძლებელია დაახლოებით 5 წუთში.
აივანზე მოწყობილია დამატებითი სათავსო, რომლის ფართობი დაახლოებით 3.5 კვ.მ-ია, რაც დამატებით საცავ სივრცეს უზრუნველყოფს.