იყიდება კერძო სახლი თბილისში.
სახლის ფართობია 220 კვ.მ, ხოლო ეზოს ფართობი — 500 კვ.მ.
სახლი აშენებულია მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით, დათბუნებულია XPS-ით და შესრულებულია ხარისხიანი რემონტი.
სახლში განთავსებულია 4 საძინებელი, ფართო და ნათელი მისაღები, 2 იზოლირებული სამზარეულო, 2 დიდი სააბაზანო და 40 კვ.მ კაპიტალური სარდაფი.
ეზო სრულად მოპირკეთებულია გრანიტით, გამწვანებულია და დარგულია ხეხილი. სახლამდე მიდის ასფალტირებული გზა.
ეზოში მომზადებულია 8×4 მეტრის საცურაო აუზის ადგილი. ასევე, პროექტი იძლევა მესამე სართულის დაშენების შესაძლებლობას.
სახლი იდეალურია დიდი ოჯახისთვის ან მათთვის, ვინც ეძებს კომფორტულ, ხარისხიან და მშვიდ საცხოვრებელ გარემოს.