იყიდება ორსართულიანი კერძო სახლი ნახალოვკაში, სანერგის მე-3 შესახვევში.
სახლს აქვს საკუთარი ეზო, ხოლო ეზოში დამატებით განთავსებულია კიდევ ერთი შენობა.
ფართობები:
* ქვედა სართული – 40 კვ.მ.
* ზედა სართული (აივნის გარეშე) – 37 კვ.მ.
* დანარჩენი ფართები ამჟამად ასაზომია და ზუსტი მონაცემები მოგვიანებით დაემატება.
სახლი საჭიროებს რემონტს, თუმცა საცხოვრებლად ვარგისია. წლების განმავლობაში გაქირავებული გვქონდა.
ფასი: 58,000 აშშ დოლარი.
საკადასტრო ამონაწერში აღნიშნულია სამი ოჯახი (სამი სახლი). გაყიდვის პროცესში მყიდველთან ერთად განხორციელდება გამიჯვნა, ხოლო გამიჯვნის ხარჯი გამოიქვითება სახლის შესაძენი თანხიდან. თავად სახლი რეგისტრირებულია მეპატრონის სახელზე და საკუთრების მხრივ პრობლემა არ არსებობს.