4 room apartment for sale in vake

4 room apartment for sale in vake

250ID: 25466773
რაზმაძის ქ. 57
1,703,650
1 - 8648
High Price
197 m²
Area
4
Rooms
3
Bedroom
4 / 4
Floor

Short description

სტალინური არქიტექტურა და თანამედროვე მინიმალიზმი ვაკის პარკთან.
ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების საერთო ფართობი 197 კვ.მ-ს შეადგენს. ბინა განთავსებულია სტალინური პროექტის ოთხსართულიანი, აგურის შენობის მეოთხე სართულზე. შენობა გამოირჩევა კლასიკური თბილისური არქიტექტურით, მასიური კონსტრუქციით, სქელი აგურის კედლებითა, მაღალი ჭერით და მასშტაბური სივრცით. ბინის თავზე მდებარეობს სხვენი, ხოლო მესამე და მეოთხე სართულებს შორის მოწყობილია დამატებითი, დაახლოებით 50 სმ-იანი ხმის საიზოლაციო ფენა.

ბინის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტურული ელემენტი ჰოლია. კედლის კარადები და სველი წერტილების კარები ინტერიერში ისეა ინტეგრირებული, რომ ერთი მონოლითური, უწყვეტი კედლის შთაბეჭდილებას ტოვებს. იგივე დიზაინერული მიდგომაა გამოყენებულია მისაღები ოთახის მინის ტიხარშიც, რომელიც ჰოლში ბუნებრივ განათებას ატარებს და სივრცეში მთელი დღის განმავლობაში სინათლეს ინარჩუნებს.

ბინის ცენტრალური ნაწილი 70 კვ.მ-ის არასტანდარტული მისაღები ოთახია, სადაც მაღალი ჭერი, ფართო ფანჯრები, ბუნებრივი პარკეტი და თბილი, ფენოვანი განათება ინტიმურ ატმოსფეროს ქმნის. ინტერიერში თანამედროვე მინიმალიზმი ოსტატურად ერწყმის კლასიკური სტალინური არქიტექტურის პროპორციებს, ხოლო ნეიტრალური ფერები, ჩაშენებული ელემენტები და სწორი გეომეტრია სივრცეს დამაჯერებლობას ანიჭებს.

ბინა მოიცავს სამ საძინებელს, რომელთაგან თითოეულს საკუთარი აივანი აქვს. აივნები რაზმაძის ქუჩისა და კვიპაროსების მწვანე გარემოსკენ არის მიმართული და იშლება სასიამოვნო ხედები მთაწმინდისკენ.

იზოლირებული სამზარეულო ასევე შესრულებულია ინდივიდუალური დიზაინის მიხედვით და აღჭურვილია იტალიური Arcidea-ს ხის ავეჯით. სამზარეულოს აქვს საკუთარი აივანი, რომელიც მშვიდ შიდა ეზოს გადაჰყურებს.

ბინაში განთავსებულია ორი სველი წერტილი, რომლებიც მაღალი ხარისხის, გემოვნებით შერჩეული კერამიკული ფილებით არის მოპირკეთებული.

ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ფერების, მასალებისა და ტექსტურების ბალანსია. კედლები, კარებები, ჩაშენებული კარადები და განათების სისტემა ერთიან კომპოზიციას ქმნის, რაც ინტერიერს დახვეწილ ხასიათს ანიჭებს.

ჭერის სიმაღლე 3.70 მეტრია. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი კიდევ უფრო ამაღლება, რადგან გადახურვის ქვეშ შემორჩენილია ისტორიული კარნიზები. იატაკი მოპირკეთებულია ახლად მოხვეწილი და გალაქული ბუნებრივი პარკეტით, ხოლო ხის კარ-ფანჯრები შენარჩუნებული და რესტავრირებული.

ინტერიერის დიზაინი შესრულებულია ცნობილი დიზაინერის პროექტით, სადაც გამოყენებულია Moooi-ის სანათები.
ეზოში ღია საპარკინგე ადგილია.

Addition parameters

Status
Old building
Condition
Newly renovated
Type of project
Non-standard
Balcony
3/35
მარიკა
Agent
All statements (13)
მარიკა
Agent

If the information in the listing is incorrect, file a report

Value scale

The position on the value scale is determined based on the price of real estate with similar parameters on this website

1,703,650 ₾

Top Price

Good Price

Middle Price

Mid-high Price

High Price