ქირავდება ახალი, სრულიად უცხოვრებელი 2-ოთახიანი ბინა ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქ. №38-ში (მანქანით 10 წუთის სავალზე ლისის თბასთან).
ბინა მდებარეობს Kinor Construction-ის ახალაშენებული კორპუსის მე-15 სართულზე. იგი სრულად არის გარემონტებული, აღჭურვილია თანამედროვე ავეჯითა და ყველა საჭირო ტექნიკით. კორპუსს აქვს დაცული სადარბაზო, 2 ლიფტი, კეთილმოწყობილი ეზო და ბავშვების სათამაშო/დასასვენებელი სივრცე.
ბინა მოიცავს:
1) სტუდიოს ტიპის მისაღებს სამზარეულოსთან ერთად;
2) 1 საძინებელს (რომელსაც აქვს საგარდერობე ოთახი);
3) აბაზანას;
4) აივანს, საიდანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედი თბილისზე.
ვარ ბინის მესაკუთრე. სააგენტოებთან/რიელტორებთან არ ვთანამშრომლობ და გთხოვთ, აღნიშნული განცხადება სხვა პლატფორმებზე არ განათავსოთ.
გთხოვთ, არ გამომეხმაურონ შინაური ცხოველების მფლობელები. ბინაში მაცხოვრებელთა მაქსიმალური რაოდენობაა 3 ადამიანი.
ბინა ქირავდება მხოლოდ გრძელვადიანად, მინიმუმ 1 წლის ვადით.
ქირის საფასური: 650 აშშ დოლარი თვეში.