🏡 იყიდება მიწის ნაკვეთი, ორსართულიანი კაპიტალური სახლით გურიაში (სოფელი ორმეთი)
📍ნაკვეთი მდებარეობს გზის პირას და გადაჰყურებს მდინარე სუფსის ულამაზეს, პანორამულ ხედებს.
ზღვიდან დაშორებულია 15 წთ სავალზე.
• მიწის საერთო ფართობი: 1.57 ჰა.
• ეზო: 1.3 ჰა, სადაც განთავსებულია მყარი, ორსართულიანი კაპიტალური სახლი.
• კომუნიკაციები: შეყვანილია დენი, გაზი, წყალი. ეზოში არის საკუთარი ბუნებრივი წყარო .
🌱ნაკვეთზე სრულად გაშენებულია სხვადასხვა სამეურნეო კულტურა:
• 🌳 მრავალწლოვანი თხილი და ნიგოზი;
• 🍊 საადრეო მანდარინის ბაღი;
• 🫐 უკვე დაწყებულია მოცვის გაშენება , რაც ახალ მფლობელს მზა ბიზნეს-შესაძლებლობას აძლევს.
✨ ადგილი არის საოცრად მშვიდი, ეკოლოგიურად სუფთა და ულამაზესი ბუნებით. იდეალურია როგორც ოჯახური თანაცხოვრებისთვის, ისე სასტუმროს ან კოტეჯების მოსაწყობად.