ბინა მდებარეობს საქართველოსა და ტექნიკური უნივერსიტეტებიდან 10 წუთის სავალზე.
ოთახებს გააჩნია ანტრესოლი საძინებლით, საკუთარი სამზარეულო (ინდუქციური ელექტროღუმელით), მაცივარი, სააბაზანო ტუალეტით, ტელევიზორი, ცენტრალური გათბობა, უთო, საუთოვებელი დაფა, დივანი, მაგიდა, სკამები, სწრაფი WiFi და კაბელური ინტერნეტის შესაერთებელი.
ასევე, ყველა ოთახში დამონტაჟებულია კონდიციონერი, ჭერის ვენტილატორი და გამწოვი.
ოთახები მყუდროა და გათვლილია ერთ ან ორ ადამიანზე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 3 ან მაქსიმუმ 4 ადამიანის დატევაც.
ანტრესოლზე დამატებითი საძინებელია.
ბინები UG-Lab-ის მიმდებარედ, ნაძვნარშია, რაც უზრუნველყოფს სიჩუმესა და წყნარ გარემოს.
ობიექტი დაცულია მთელს ტერიტორიაზე; შლაგბაუმი არის შემოსასვლელში და დაცვა აკონტროლებს.
პერიმეტრზე განთავსებულია ვიდეოკამერები.