იყიდება ახალაშენებული, კუთხის, ნათელი ბინა Hausart-ის პრემიუმ კლასის კორპუსში ულამაზესი პანორამული ხედით მთელ ქალაქზე.
რემონტი შესრულებულია უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, სველ წერტილებში დამონტაჟებულია Hansgrohe-სა და Grohe-ს მოწყობილობები, სამზარეულოში ჩაშენებულია TEKA-ს ტექნიკა.
ბინა აღჭურვილია ცენტრალური გათბობით, კონდიციონერებით, წყლის გაჟონვის საწინააღმდეგო სისტემითა და წყლის ფილტრებით.
აივანზე გასასვლელი აქვს მისაღებს, საძინებელსა და კაბინეტს.
კორპუსს აქვს დაცული, დახურული ეზო, 24/7 ვიდეომეთვალყურეობა და დაცვა.
ბინას მოჰყვება ადგილი მიწისქვეშა პარკინგზე.
კორპუსი გუდვილთან 5 წუთის სავალზეა, ახლოსაა ახალი პარკი და სხვა უამრავი მაღაზია
ბინაში რჩება ავეჯი და ტექნიკა.
არ ვთანამშრომლობთ სააგენტოებთან. ტყუილად ნუ აკოპირებთ განცხადებას 🙂