გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, ახმეტელის მეტროსთან ახლოს (350 მეტრი, დაახლოებით 5 წუთის სავალზე) ქირავდება გრძელვადიანი (მინიმუმ 6 თვე) 44 კვ.მ, 2-ოთახიანი ბინა. ბინა მდებარეობს 15-სართულიანი ახალი კორპუსის მე-14 სართულზე. ბინა არის კარგ მდგომარეობაში, რემონტის შემდეგ.
ბინა სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო კომფორტით, ავეჯითა და თანამედროვე ტექნიკით: ინდივიდუალური გათბობის სისტემა, გაზქურა, ღუმელი, მიკროტალღური ღუმელი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი, კონდიციონერი, სარეცხი მანქანა (6 კგ ტევადობით), საშრობი, ტელევიზორი, უთო და საუთოო დაფა, მტვერსასრუტი, ელექტრო ჩაიდანი, თმის საშრობი, ჭურჭელი.
ახლოს მდებარეობს ორი დიდი სავაჭრო ცენტრი, სადაც განთავსებულია ყველა საჭირო მაღაზია.