ქირავდება 473.7 კვ.მ ფართი პრესტიჟულ და აქტიურად განვითარებად ლოკაციაზე — დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩაზე.
ფართი დაყოფილია 5 დამოუკიდებელ სექციად, რაც საშუალებას იძლევა მისი გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით ან საქმიანობის რამდენიმე მიმართულებისთვის. იდეალურია როგორც სავაჭრო ობიექტისთვის, ასევე ოფისის, სერვისცენტრის, სასწავლო სივრცის, კლინიკის თუ სხვა კომერციული საქმიანობისთვის.
ლოკაციის უპირატესობები:
მდებარეობს ახალაშენებული და მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსების მიმდებარედ;
ტერიტორია მჭიდროდ არის დასახლებული და გამოირჩევა მაღალი სამომხმარებლო ნაკადით;
ახლოს ფუნქციონირებს არაერთი კვების ობიექტი, სავარჯიშო დარბაზი, აფთიაქები და სუპერმარკეტები, მათ შორის: ნიკორა, 2 ნაბიჯი, ლიბრე და სხვა.
დამატებითი პირობები:
მესაკუთრე უზრუნველყოფს 3-ფაზიანი ელექტროენერგიის გაყვანას;
დამქირავებელი ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით;
დღგ-ს პირობებზე შეთანხმება შესაძლებელია.
ასევე შესაძლებელია ფართის გადატიხვრა.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან WhatsApp/Viber-ის საშუალებით.