იყიდება მოქმედი სტომატოლოგიური და მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკა საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და კომერციულად აქტიურ ლოკაციაზე. ობიექტი ამჟამად გაქირავებულია წლის ბოლომდე, რაც ახალ მფლობელს შეძენისთანავე სტაბილური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. კლინიკა სრულად აღჭურვილია თანამედროვე სტომატოლოგიური და სამედიცინო აპარატურით, ავეჯითა და საჭირო ინვენტარით.
პირველი სართული (146კვ.მ) მოიცავს:
• 6 სრულფასოვან კაბინეტს;
• 4 სრულად აღჭურვილ სტომატოლოგიურ სავარძელს;
• რენტგენის კაბინეტს;
• სასტერილიზაციო ოთახს;
• 1 სველ წერტილს.
სარდაფი (126 კვ.მ) ფუნქციურად მოწყობილია და მოიცავს:
• საკონფერენციო დარბაზს;
• იზოლირებულ სამზარეულოს;
• ესთეტიკური და კოსმეტოლოგიური მედიცინის კაბინეტებს;
• დამხმარე და სასაწყობე სივრცეებს.
• 2 სველ წერტილს.
კლინიკა აღჭურვილია კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით და სრულად ადაპტირებულია სამედიცინო საქმიანობისთვის. იდეალურია როგორც მოქმედი სტომატოლოგიური კლინიკის, სამედიცინო ცენტრის, ესთეტიკური მედიცინისა და კოსმეტოლოგიური მიმართულების განვითარებისთვის, ასევე საინვესტიციოდ შემოსავლის მისაღებად.