იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში, კასტელის ქუჩაზე. მყუდრო და მშვიდ ადგილას. სახლის გამოსაყენებელი ფართია 340 კვ.მ. პირველ სართულზე არის მისაღები, სამზარეულო, სველი წერტილი და 1 ოთახი. მეორე სართულზე არის 4 საძინებელი საიდანაც 1 არის გარდერობიანი ოთახი, 1 საერთო სველი წერტილი. მესამე სართულზე არის მანსადულის ტიპის, რომელიც გადახურულია რკინის კონსტრუქციი, 2 საძინებელი, სველი წერტილი და მისაღებ+სამზერეულო . სახლს აქვს სარდაფი 30 კვ. მ სახლი ნაშენებია უმაღლესი ხარისხის მასალით და ეზო შემოღობილია ბეტონის ბლოკით. ეზოს წინა მხარეს განგუთვნილია 2 მანქანის საპარკინგე ადგილი. უკანა ეზო არის 240 კვ.მ. სახლს აქვს 4 აივანი. სახლი არის თეთრი კარკასის მდგომარეობაში, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენს გემოზე დაასრულოთ რემონტი. გაკეთებულია ელექტროობა, შეყვანილია სანტექნიკა და კანალიზაცია სველ წერტილებში. კედლები გალესილია გაჯით. დამონტაჟებულია გათბობის მილები და იატაკი მოჭიმულია. აქვს ყავისფერი მეტალო-პლასმასის კარფანჯარა და პერიმეტრის კედლები ნაშენებია 30-იანი პემზა ბლოკით