იყიდება 181 მ² დუპლექსის ტიპის ბინა დავით გურამიშვილის გამზირზე. მეტრო სადგური გურამიშვილიდან 2 წუთის სავალზე. ბინის ორივე სართულს აქვს 2 დიდი ზომის დაცული აივანი საუკეთესო ხედებით ქალაქზე. ასევე მცირე ზომის დახურული აივანი, რომელიც გამოიყენება საგარდერობე სივრცედ.
ბინას აქვს ცენტრალური გათბობა, ბუხარი, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა. მერვე სართულზე განთავსებულია 1 სააბაზანო+ტუალეტი, 3 ოთახი და დიდი ზომის სტუდიოს სტილის სამზარეული ბარით. მეცხრე სართულზე ადის შიდა მარმარილოს კიბე და იქ განთავსებულია 2 ოთახი და ასევე საგარდერობე ოთახი.
ეს არის ფართო ბინა ძველი აშენებული ტიპის შენობაში, რომელიც გამოირჩევა თავისი მყარი კონსტრუქციით.
სადარბაზოს აქვს დაცული რკინის კარი კოდით, ახალი ლიფტი და ეზოში განთავსებულია კამერები.
ბინა მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, რაც უზრუნველყოფს მარტივ წვდომას ყველა საჭირო ობიექტთან – მაღაზიებთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და დასასვენებელ ზონებთან. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ეძებს პოტენციალის მქონე დიდ საცხოვრებელ სივრცეს ქალაქის განვითარებულ ნაწილში. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე ანდა whatsapp ის საშუალებით.