საოფისე ფართი მდებარეობს აბაშიძის №41-ში, კავსაძისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ და მაღალმოთხოვნად ლოკაციაზე.
ფართი განთავსებულია 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე. ფანჯრები გადის შიდა ეზოს მხარეს, კეთილმოწყობილ და გამწვანებულ ეზოში (ე.წ. „პეჟოს ეზო“), რომელიც აღჭურვილია ბარიერითა და 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის სისტემით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
ობიექტს გააჩნია გაფართოების პოტენციალი — შესაძლებელია დამატებითი ფართობის ათვისება სადარბაზოში არსებული გაუქმებული ბუნკერის სივრცის ხარჯზე. ასევე აქვს პირადი სარდაფი, რომელშიც ადრე არსებობდა ფართიდან პირდაპირი ჩასასვლელი. ამჟამად შესასვლელი გაუქმებულია, თუმცა შესაძლებელია მისი აღდგენა და სივრცის გადაკეთება.
ფართი ამჟამად გაქირავებულია სახცოვრებლად, რაც ახალ მფლობელს შეძენისთანავე სტაბილური საიჯარო შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ეზოში ხელმისაწვდომია პარკირების ადგილი.