იყიდება 110 მ² ფართი საბურთალოზე, ადამ მიცკევიჩისა და არჩილ ცაგარელის ქუჩების კვეთასთან, ჩეხური პროექტის 9-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე.
ფართი მოიცავს 3 დამოუკიდებელ ოთახს, მისაღებს, ცალკე სამზარეულოს, 2 სველ წერტილსა და აივანს. დამატებით აქვს 30 მ² კაპიტალური სარდაფი. უზრუნველყოფილია მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით, რკინის კარით, დამცავი გისოსებითა და ცენტრალური გათბობის გაყვანილობით.
ობიექტი მდებარეობს საბურთალოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და კომერციულად აქტიურ ლოკაციაზე, მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტთან“ ახლოს. იდეალურია ოფისისთვის, კლინიკისთვის, სასწავლო ცენტრისთვის, სალონისთვის, მაღაზიისთვისა და სხვა კომერციული საქმიანობისთვის.
ფართი ამჟამად გაქირავებულია სასაწყობე დანიშნულებით, შესაბამისად მყიდველი მიიღებს არსებულ საიჯარო შემოსავალს.
ამავდროულად, განლაგებისა და ფართობის გათვალისწინებით, ობიექტი სრულად გამოდგება საცხოვრებლადაც მათთვის, ვინც უპირატესობას პირველ სართულს ანიჭებს და ეძებს ფართო ბინას პრესტიჟულ ლოკაციაზე. დეტალებისთვის დამიკავშირდით ნომერზე: 599885504