შენობა არის კაპიტალური მშენებლობა, რომლის საძირკველში ჩასხმულია სპეციალური ჰიდროსაიზოლაციო ბეტონი, რაც იცავს ნესტისა და ტენიანობისგან.ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე დასრულებულია სამზარეულო და სველი წერტილები, ხოლო დანარჩენი სივრცე არის თეთრი კარკასი — იდეალური შესაძლებლობა მოაწყოთ თქვენი გემოვნებით.ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე დასრულებულია სამზარეულო და სველი წერტილები, ხოლო დანარჩენი სივრცე არის თეთრი კარკასი — იდეალური შესაძლებლობა მოაწყოთ თქვენი გემოვნებით.მეორე სართული განკუთვნილია 4 დიდი საძინებლისთვის. სართული ნაწილობრივ დასრულებულია აყვანილია გათბობის სისტემა, დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის მეტალოპლასტმასის ფანჯრები გერმანული მექანიზმებით, ხოლო კედლები გალესილია ცემენტით. გამოყოფილია სივრცე სველი წერტილის მოსაწყობად. ასევე აქვს აივანი და შიდა კიბე, რომელიც აკავშირებს ორივე სართულს.
შენობის დაგეგმარება:
1 საძინებელი (პირველ სართულზე)
4 დიდი საძინებელი (მეორე სართულზე) (სურვილის შემთხვევაში 6 )
ცალკე სამზარეულო
სველი წერტილები ორივე სართულზე (მეორეზე მოსაწყობი)
დიდი მისაღები და სასადილო სივრცე
შესასვლელი ჰოლი და დამხმარე ფართი
ვერანდა და აივანი
შიდა კიბე
სახლს მოჰყვება დიდი ეზო, რაც იშვიათი და მნიშვნელოვანი უპირატესობაა ამ უბნისთვის.სოფელი დიღომი, დიდგორის ქუჩა – მყუდრო და განვითარებადი უბანი, ტრანსპორტის გაჩერება პირდაპირ ეზოს წინ. ახლოს მდებარეობს მაღაზიები, კლინიკა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა