იყიდება ვენახი თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხოდაშენში.
ვენახის საერთო ფართობია 20 ჰექტარი. ტერიტორია სრულად აღჭურვილია წვეთოვანი სარწყავი სისტემით, აქვს დამოუკიდებელი წყლის ჭა და 220-ტონიანი წყლის რეზერვუარი.
10 ჰექტარზე გაშენებულია რქაწითელი, ხოლო 10 ჰექტარზე — საფერავი.
ტერიტორიაზე განთავსებულია დაცვის/სასაწყობე შენობა. ასევე, შეყვანილია ელექტროენერგია და წყალი.
2025 წლის საერთო მოსავალმა შეადგინა 350 ტონა ყურძენი.