იყიდება 3 ოთახიანი ბინა ორთაჭალაში, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში - "ორთაჭალა ჰილსში". მდებარეობს მშვიდ და მყუდრო ადგილას, მოშორებით ქალაქის ხმაურისგან. ბინა არის ძალიან ნათელი, აქვს 2 იზოლირებული საძინებელი, სტუდიოს ტიპის მისაღები და სამზარეულო, აგრეთვე იზოლირებული საგარდერობე სივრცე, ორივე საძინებელს და მისაღებს გააჩნია ულამაზესი აივანი მინის მოაჯირებით, ხოლო გარე ფასადი მოპირკეთებულია წითელი ფერის აგურის დეკორით. საცხოვრებელი ფართი არის დასრულებული, მწვანე კარკასის მდგომარეობით, ჩასმულია კარ-ფანჯარა, შეყვანილია კომუნიკაციები, აქვს ხმისა და თბოიზოლაცია, აშენებულია მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალით.
კორპუსს აქვს საკუთარი გამწვანებული და მოპირკეთებული 3000 კვ.მ შიდა ეზო.