იყიდება შავი კარკასის მდგომარეობაში არსებული 7-ნომრიანი სასტუმრო და საზოგადოებრივი საცურაო აუზი, მდინარისა და გამწვანებული ზონის მიმდებარედ, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან 200-300 მეტრში.
თბილისის ალექსეევკაში, 827 კვ.მ მიწის ნაკვეთი , დამატებით, სარგებლობაშია კეთილმოწყობილი 300 კვ.მ ტერიტორია.
ობიექტი მოიცავს 7 სასტუმრო ნომერს, რომელთაგან:
* 1 ნომერს აქვს საკუთარი მცირე საცურაო აუზი და საუნა, მდინარისა და ტყის ხედით;
* 2 ნომერს აქვს პირდაპირი გასასვლელი საერთო აუზთან;
* შესაძლებელია მე-8 ნომრის დამატებაც;
* 2 დიდი სივრცე (თითოეული 150 კვ.მ) შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებებისათვის.
ტერიტორიაზე განთავსებულია ღია საცურაო აუზი, რომლის ზომებია 12 მ x 6 მ და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც საზოგადოებრივი დანიშნულების აუზის.
ობიექტის ღირებულებაა 400 000 აშშ დოლარი (ფასი შეიძლება დაკორექტირდეს).
ავიაციის მოყვარულთათვის დამატებითი უპირატესობაა აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლთან სიახლოვე, რაც იძლევა შესაძლებლობას დააკვირდეთ თვითმფრინავების აფრენა-დაფრენას დაახლოებით 50-100 მეტრის სიმაღლეზე.