შენობა მდებარეობს ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ლოკაციაზე, ყველაზე სუფთა ჰაერით, წყლით, სიმწვანეში. შენობა არის სასტუმროს სტილში პადიეზდური წყობის, ყველა სართულზე აქვს მოსაცდელი სივრცე, მოიცავს 11 სტუდიოს ტიპის აპარტამენტს, რვა ერთოთახიანი, ორი ოროთახიანი (ერთს სამზარეულო აქვს იზოლირებული, მისაღები არის ბუხრით, თავისი ეზოთი და ვერანდა-ფანჩატურით) და ერთი სამოთახიანი ნომერი ასევე 60 კვ.მ ვერანდით. ყველა აპარტამენტი მყუდრო და კეთილმოწყობილია, ინდივიდუალური სველი წერტილებით, აღჭურვილია ავეჯით, საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ინვენტარით. შენობაში და მის გარეთ დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, აქვს კოდური კარი, აქვს ასევე საკუთარი საპარკინგე ტერიტორია. შენობის კარებთან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს 10 წუთის ინტერვალით, რომელიც მაქსიმუმ 5 წუთში მიგიყვანთ მეტრო პოლიტექნიკურთან და ბოლო გაჩერება აქვს ვაგზლის მოედანზე. ვარ მეპატრონე.