იყიდება ნათელი და მყუდრო ბინა ძველ რუსთავში, ცენტრალურ გზაზე — რუსთაველის ქუჩაზე. ბინა მდებარეობს მშვიდ და კომფორტულ ადგილას 3 სართულიან შენობაში, ისტორიულ სახლში, რომელიც სავარაუდოდ გერმანული პროექტით არის აშენებული, რაც გამოირჩევა ხარისხიანი კონსტრუქციითა და კარგი გეგმარებით. ბინას აქვს ძველი კარგად შენარჩუნებული რემონტი, აქვს 4 სრულფასოვანი ოთახი და ფუნქციურად სწორად განაწილებული სივრცე. მაღალი ჭერები და დიდი ფანჯრები უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას მთელი დღის განმავლობაში. ნაწილობრივ რჩება ავეჯი, რაც ახალ მფლობელს დამატებით კომფორტს შეუქმნის. იდეალური ვარიანტია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ — ცენტრალური მდებარეობა, გამართული ინფრასტრუქტურა და ძველი რუსთავისთვის დამახასიათებელი მყარი არქიტექტურა ამ ბინას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის. სახლთან ახლოს არის რამოდენიმე სკოლა და ბაღი . სახლთან მოპირდაპირე მხარეს არის ავტობუსის გაჩერება.