ქირავდება საკუთარი სახლი ჟული შარტავას ქუჩაზე (ყოფილ საბურთალოს ბაზართან). გაქირავებული იყო უმეტესად ოფისებზე, ბოლო პერიოდში ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი. არის კარგ მდგომარეობაში, მოვლილი და სუფთა. სახლი არის არასტანდარტული, მისაღები ოთახი არის იზოლირებული, 45 კვ/მ, რომელსაც აქვს 8 მეტრამდე სიმაღლე და შიდა სივრცეში მოწყობილია ანტრესოლი. აქედან ჩადიხარ ასევე 40 კვ/მ ნახევრადსარდაფში, რომელსაც აქვს ფანჯრები და ეზოდან დამოუკიდებლად შესასვლელიც. აქვს იზოლირებული სამზარეულო. ცენტრალური გათბობა, მეტალო-პლასტიკის ფანჯრები, გისოსები, ჟალუზები. ეზოს აქვს ორი ჭიშკარი და ამჟამად შესაძლებელია 4 მანქანის გაჩერება. საჭიროების შემთხვევაში, ეზოს გადაკეთებით საპარკინგე ადგილების რაოდენობა გაორმაგდება.