კარგად წაიკითხეთ განცხადება . ვარ მეპატრონე.
ბინა არის მათთვის , ვინც ეძებს მყუდრო, წყნარ და მშვიდ გარემოს, სადაც ქალაქის და ტრანსპორტის ხმაური სრულიად გამორიცხულია.
მდებარეობს ახალი ბულვარიდან 850 მეტრში ( „ევფორიასთან“ ), ხოლო ზღვამდე მანძილი არის დაახლოებით 1 კილომეტრი. ცენტრალურ ტრანსპორტამდე და „ვოქსამდე“ არის 700 მეტრი 10 წთ (რეკომენდირებულია მათთვის ვისაც ფეხით სიარული უყვარს , ან ავტომობილი აქვს ).
ბინა არის ნათელი, 1 ცალკე საძინებლით .მეორე სართულზე .
რეალური ფართობი შეადგენს 45 კვ.მ-ს (საბუთებში/რეესტრში ფიქსირდება 39 კვ.მ, რაზეც ბანკების — „კრედოსა“ და „ლიბერთი ბანკის“ — შეფასება უკვე გაკეთებულია 50 000$-ის ეკვივალენტში). საქ ბანკი არ გასცემს იპოთეკურ სესხს .
აივნიდან არის ეზოს ხედი.
ბინაში რჩება ავეჯი და ტექნიკა
შეყვანილია წყალი (ცხელი წყალი მოწყობილია ტიტანზე, სანამ გაზი შემოვა), ტელევიზია და ინტერნეტიც არის . ჩართულია ლიფტიც . სითიქომის გადასახადი გექნებათ 10 ₾ ლიფტით სარგებლობის გარეშე (ლიფტით 20₾ ) . სამზარეულოში საჭმლის მომზადება შესაძლებელია როგორც დენის ქურაზე, ისე გაზის ბალონის დაერთებით. ცენტრალური გაზის შემოყვანა იგეგმება უახლოეს პერიოდში.
კორპუსი არის მშენებარე, თუმცა მშენებლობის პროცესი დასრულებულია .ფასადი და ეზო მოსაწესრიგებელია (სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დასრულდება) .საბუთები სრულიად სუფთაა.
ფასი: 63 000$