ახალი გარემონტებული საოფისე ფართი დელისის მეტროდან 5 წუთში. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უკან. საოფისე ფართი სრულიად მზად არის დაქირავების პირველივე დღეს უპრობლემოდ გამოსაყენებლად. კედლების შეღებვა დასრულდა 2 კვირის წინ და ფართი დასუფთავებაც დასრულებულია.
დაინტერესების შემთხვევაში შემეხმიანეთ და თქვენთვის მისაღებ დროს შეგვხდებით და დაგათვალიერებინებთ იმავე დღეს. გაგესაუბრებით ქართულ, ინგლისურ, ან რუსულ ენაზე.
2 სართულიანი საოფისე ფართი შიდა კიბით. სულ 80 კვადრატია: 5 სამუშაო ოთახი 10-12 კვადრატულიანები, 1 სამზარეულო, ორი სველი წერტილი და 1 აივანი.
დამქირავებელს შეუძლია უფასოდ გამოიყენოს ამ საოფისე ფართში ამჟამად არსებული შემდეგი ავეჯი:
***4 თეთრი დაფა კედელზე დასაკიდი და 1 თეთრი დაფა გორგოლაჭებზე.
***2 დიდი მაგიდა და 2 პატარა მაგიდა
*** 1 მისაღების მერხი
***1 დიდი კარადა სამზარეულოში
***4 დიდი ღია თარო
***10-15 სკამი
***შესასვლელ კარებზე დაყენებული უკაბელო ზარი
***ინტერნეტის მოდემი
ფართში არის ახალი ცენტრალური გათბობა, გაზი, წყალი, ელექტრო ენერგია და ინტერნეტი.
საოფისე ფართი ქირავდება თვეში 700$- ად საშემოსავლო გადასახადის გარეშე.
ფართის მინიმუმ 1 წლით ქირაობის შემთხვევაში ყოველთვიურ ქირაზე გავრცელდება ფასდაკლება.