იყიდება ბინა "Comfort Hills"-ში – 73 მ², მე-10 სართული
იყიდება ახალაშენებული, ნათელი და ფუნქციურად დაგეგმარებული 73 კვ.მ. ბინა საბურთალოზე, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში – Comfort Hills. ბინა მდებარეობს მე-10 სართულზე და ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში.
Comfort Hills 16 500 მ²-ზე გაშენებული კომფორტ კლასის საცხოვრებელი უბანია, სადაც მობინადრეებისთვის შექმნილია უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. კომპლექსში დაგხვდებათ:
- კეთილმოწყობილი მწვანე და სარეკრეაციო სივრცეები
- საბავშვო და სპორტული მოედნები
- მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები
- დახურული ეზო და დაცული ტერიტორია
ბინა იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. ეკოლოგიურად სუფთა ჰაერი, ცენტრალურ ნაწილთან სიახლოვე და კომპლექსის მაღალი ხარისხი მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
მდებარეობა: გოძიაშვილის ქუჩა N63, ვაშლიჯვარი. ახლოსაა ლისის ტბა, აგროჰაბი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, სკოლები და მაღაზიები.