იყიდება 70 ნომრიანი სასტუმრო+რესტორანი+ღვინის მუზეუმი+მარანი+სპა+საუნა+ჯაკუზი (უნიკალური კომპლექსი). კომპლექსი წარმოადგენს ძველი ქართულისა და თანამედროვე კონცეფციების სინთეზს. შინარსით კომპლექსი მოგვაგონებს ძველ ისტორიულ ნაგებობათა ერთობლიობას, რომელმაც შეიძინა ახალი სიცოცხლე და განვითარება. სრულად დაცულია ძველ ქართული სტილი და თემატიკა. აგურისა და ქვის სინთეზი, 30 მეტრის სიგრძის და 14 მეტრი დიამეტრის ქვევრი წარმოუდგენელ სანახაობას ქმნის. აქ დაგხვდებათ იმერული ოდა სახლი, ღვინის მარანი, ღვინის სარდაფი სამუზეუმო ექსპონატებით, ღია სამზარეულო, რაც უდავოდ ქმნის ერთიან სივრცეს დამსვენებლებისათვის, რათა სიღრმისეულად ეზიარონ იმერეთის რეგიონისა და მთელი საქართველოს კულტურასა და ისტორიულ მემკვიდრეობას.
პ.ს. ფასი მოცემულია დღგ-ს გარეშე.