Fიყიდება გამორჩეული, სრულად გარემონტებული ბინა პეტრიაშვილის ქუჩაზე, პრესტიჟულ და მშვიდ უბანში, ღვინის ქარხნის სიახლოვეს.
ეს ბინა გამოირჩევა ძველი თბილისის ხიბლითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი. შენარჩუნებულია ორიგინალური, მაღალი ხარისხის, მყარი ხის ორმაგი ფანჯრები, დარაბები და ოთახებს შორის არსებული ავთენტური შიდა კარები. ყველა ეს ელემენტი დამზადებულია ნატურალური ხისგან, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით და ბინას განსაკუთრებულ ხასიათს, სითბოსა და ავთენტურობას სძენს.
ბინა სრულად არის გარემონტებული. ინტერიერში ფართოდ არის გამოყენებული მასიური ხე, ხოლო ავეჯის დიდი ნაწილი სპეციალურად შეკვეთით არის დამზადებული. თითოეულ დეტალში ჩადებულია დიდი ყურადღება, ზრუნვა და ოსტატობა, რაც ნათლად ჩანს ფოტომასალაში.
ბინა მდებარეობს პირველ სართულზე (მაღალი დონე). ეზო არის მყუდრო, დაცული და შემოღობილი. როგორც ეზოს, ისე ბინის შესასვლელები აღჭურვილია ელექტრონული საკეტებით.