იყიდება 2 ოთახიანი ბინა (57 კვ.მ.) საბურთალოზე, ელიზბარ მინდელის ქ.ზე დონა გრუპის პროექტში.
ბინა არის მე-9 სართულზე, დიდი ოთახებით და აივნით, მისაღები სტუდიოს ტიპის, 1 საძინებელი, 1 სველი წერტილი, 1 აივანი (8 კვ.მ, განი 1.55 მეტრი, რაც მაგიდა და სკამების დადგმის საშუალებას თავისუფლად იძლევა).
ბინა არის ევრორემონტით, მაღალი ხარისხით მასალებით გარემონტებული (ესპანური ფილები, SCHNEIDER როზეტები, იტალიური შემრევებით, ა.შ.), მოწყობილი ავეჯით და ტექნიკით. დასრულებულია და მზად არის საცხოვრებლად. მოწესრიგებულია კორპუსი, ეზო, სადარბაზო, ლიფტი (2ც სატვირთო ლიფტია).
კორპუსი მდებარეობს მეტრო "სახელმწიფო უნივერსიტეტიდან" 10 წუთის სავალზე.