ქირავდება თბილისის ცენტრალურ უბანში 2 თვის წინასწარი გადახდით. ორბელიანის მოედანზე, სუპერმარკეტ Carrefour-ის გვერდით 2 ოთახიანი ბინა. ბინის წყობიდან გამომდინარე შეგიძლიათ გამოიყენოთ 2 საძინებლიანად. არის სრულად იზოლირებული და დაცული რკინის კარით და რკინის გისოსებით. ცენტრალური მდებარეობის მიუხედავად ბინა არის ხმაურისგან დაცული. ბინაში არის ყველა საჭირო ავეჯი, ტექნიკა და ნივთები. ბინა არის ახალი გარემონტებული, ეკოლოგიურად სუფთა მასალით. არის ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე ეზოს დონიდან ერთი საფეხურით ზემოთ. აქვს ქუჩის უფასო პარკინგი. ლოკაციიდან ადვილია ქალაქის ნებისმიერ ნაწილში გადაადგილება. ირგვლივ ყველანაირი საჭიროების სავაჭრო და გასართობი ობიექტებია.