ქირავდება 2-ოთახიანი ბინა თბილისის ისტორიულ ცენტრში – ორბელიანის მოედანთან!
ქირავდება მყუდრო და ნათელი ბინა ორბელიანის ქუჩა #34-ში, უშუალოდ „ბაზარი ორბელიანის“ მოპირდაპირედ, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ტურისტულ ზონაში.
ძირითადი მახასიათებლები:
ბინა მდებარეობს საუკეთესო ლოკაციაზე — ფეხით სავალ მანძილზეა კაფე-ბარები, სუპერმარკეტები, აფთიაქები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ფართობი: 52კვ.მ
სართული: 2-სართულიანი ძველი აშენებული, თბილისური სტილის სახლის მე-2 სართული (კერძო/იზოლირებული შესასვლელით)
ოთახები: ნათელი მისაღები ოთახი და იზოლირებული, კომფორტული საძინებელი
სველი წერტილები: აბაზანა და საპირფარეშო ცალ-ცალკეა
აივანი: ტრადიციული, ორნამენტებიანი თბილისური აივანი ხედით
ტექნიკა და ავეჯი:
ბინა აღჭურვილია საცხოვრებლად საჭირო ავეჯითა და ტექნიკით:
ცენტრალური გათბობის სისტემა
კონდიციონერი
სარეცხი მანქანა (Hyundai)
მაცივარი, გაზქურა
ტევადი კარადები და კომოდი