10+ room private house for sale in chugureti

10+ room private house for sale in chugureti

448ID: 25552450
Nikoloz Antelava Street 12
798,000
1 - 2100
Middle Price
380 m²
Area
10+
Rooms
8
Bedroom
3
Floor
20 m²
Yard area

Short description

Airbnb/Booking account

Investment

ფასი ამ ეტაპზე პირობითია, შეიძლება გადაიხედოს და შეთანხმდეს.
სახლი მდებარეობს ვორონცოვზე, მედიკების სასახლის, გერმანიის საელჩოს, ვინოტელის, წმ. ნინოს და წმ. ნიკოლოზის ეკლესიების,ახვლედიანის ხევის სიახლოვეს. ქვევით არის მარცხენა სანაპირო, ხეთაგუროვის ქუჩა,ჩხეიძის და თოიძის ქუჩები და ზევიდან არის ბუხაიძის ქუჩა. სამების ტაძარი დაახ. 300 მეტრში. საკუთარი სახლი: მიწის ფართობი 197 მ2, საერთო ფართი 380 მ2, ეზო 20მ2. კერძო სახლი 3 სართულით , 15 ოთახით, 8 საძინებლით, 3 ოთახიანი სარდაფით, 5 აივნით, ვერანდით, ეზოთი, კარგი ხედებით. 2000 წელს დაიწყო მშენებლობა, სრული, მოწესრიგებული დოკუმენტაციით, ცალკე მდგომი, ორ ქუჩაზე გამავალი კუთხის სახლია.ორი შესასვლელით, ორივე ქუჩიდან. სახლი დაყოფილია ცალკე , იზოლირებულ აპარტამენტებად. სახლში არის 5 აბაზანა და ტუალეტი. ეზო, ვერანდა და აივნები მოპირკეთებულია ყინვაგამძლე კერამო გრანიტით, სახლი შიგნიდან გაჯით არის გალესილი, მყარი ნაშენებია და საკმაოდ მყარი კონსტრუქციაა, უმეტესი ნაწილი გარემონტებულია ( ცხოვრების ყველა პირობით), მცირე ნაწილი კარკასულია( ძირითადათ მე-3 სართული), შეფანჯრული მინა პაკეტით გარედან და მასიური ხის მასალით შიგნიდან. ყველა აბაზანა და ტუალეტი სრულად გარემონტებულია. ესპანური და პოლონური კაფელ-მეთლახითაა მოპირკეთებული. სახლი თბება არისტონ ჯენუს ევო ცენტრალური გათბობით ( 35ფფ), მეორე სართულის ცხელი წყალი ბოილერიდანაა და პირველი სართულის ცხელი წყალი 2 დამოუკიდებელი, ეზოში დამონტაჟებული ,,კალონკით" არის უზრუნველყოფილი. სახლში 2022 წელს მოხდა ყველა კომუნიკაციის განახლება-გამოცვლა ყველა დონეზე ( ელექტრო გაყვანილობა 2.5 კვეთის სპილენძის კაბელებით, წყალგაყვანილობა ( ოპტიკურბოჭკოვანი პლასტმასის მილებით), კანალიზაცია( 2 იზოლირებული კოლექტორი), გაზიფიკაცია( მილები მხოლოდ გარე პერიმეტრზე , იტალიური ალუმინის გოფრირებული მილები ). მთელის სახლის გარე პერიმეტრი შეფანჯრულია მინაპაკეტით და შიდა პერიმეტრი მასიური ხის კარ-ფანჯარით.გარე ფასადი სრულად გალესილია ქვიშა-ცემენტით და შებრიზგულია. პირველი სართულის, სარდაფის და ნაწილობრივ მეორე სართულის ფანჯრები მეტალის ჯალუზებით და გისოსებით არის. ორივე შესასვლელი კარი და სარდაფის კარი მასიური რკინისაა. სახლის წინ არის 2-3 მანქანის საპარკინგე ადგილი. სახლიდან სამხრეთით და დასავლეთით იშლება იუსტიციის სახლის, მთაწმინდის, ფუნუკულიორის, ვერა-ვაკეს,საბურთალოს ხედები, აღმოსავლეთით კი სამების,ავლაბრის, ნარიყალას ხედი. ეზოში არის ორი ძირი ყურძენი( ადესა და ალადასტური) გავრცელებით მეორე სართულზე და ასევე კარალიოკის ხე. ვერანდა მოწესრიგებულია, აქვს მაყალი და საკვამური. ვერანდა დაახლოებით 30 მ2 -ია. სარდაფის ფართობი დაახ. 27მ2 ია, აქვს მასიური რკინის კარები და ფანჯარა ( გისოსით), არის ჩაყვანილი ელექტროენერგია,წყალი, კანალიზაცია, არის მოქმედი ბუხარი, სარდაფი გალესილია ცემენტით, ბეტონის იატაკი და ჭერი. მთავარ ოთახში არის შეკიდული ჭერი.

პ.ს. პირველი სართული ( 3 აპარტამენტი) პერიოდულად მუშაობს ბუკინგზე და აირბიენბიზე( ეკაუნტები მოჰყვება სურვილის შემთხვევაში). ეს უბანი ინვესტორების ინტერესებშია . სააგენტოებთან ვითანამშრომლებთ .

კატეგორიულად აკრძალულია შეთანხმების გარეშე განცხადების დუბლირება და გავრცელება!

Addition parameters

Status
Old building
Condition
Old renovated
Type of project
Non-standard
Bathrooms
3+
Construction year
>2000
Heating
Central Heating
Parking
Parking space
Hot water
Gas heater
Construction material
Combined
Balcony
5/10
Internet
Yes
Natural gas
Yes
Fireplace
Yes
Water
Yes
Sewerage
Yes
Electricity
Yes
Telephone
Yes
Grill
Yes
Yard lighting
Yes
Fruits
Yes
nika
Owner

If the information in the listing is incorrect, file a report

Value scale

The position on the value scale is determined based on the price of real estate with similar parameters on this website

798,000 ₾

Top Price

Good Price

Middle Price

Mid-high Price

High Price