იყიდება მოქმედი სასტუმრო!
27 სრულად ეკიპირებული სასტუმრო ნომერი
საკონფერენციო დარბაზი — სრულად ეკიპირებული, თარჯიმნის ცალკე კაბინით.
ტევადობა: 70 ადამიანი თეატრალური წყობით და 30 ადამიანი U-ფორმის განლაგებით
გარე საცურაო აუზი — აღჭურვილი უახლესი იტალიური ფილტრაციისა და წყლის გათბობის სისტემებით
ფიტნეს ცენტრი და საუნა საკუთარი სველი წერტილებით
ბრექვესთის სივრცე — სრულად ეკიპირებული
ორი სრულად ეკიპირებული სამზარეულო, მათ შორის ერთში დამონტაჟებულია პროფესიონალური პურის საცხობი ღუმელი
ბიზნეს შეხვედრების სივრცე
მენეჯერისა და ადმინისტრაციის ოფისი, განთავსებული ლობის სივრცეში
სარეცხი და საშრობი სივრცე — ადგილზე ირეცხება მხოლოდ პირსახოცები და ხალათები; დანარჩენი სარეცხი მომსახურება გადის აუთსორსზე
საოფისე ფართი მე-8 სართულზე — 80 მ²
ჰაუსქიფინგის ტექნიკური ოთახები 3-ე და 6-ე სართულებზე, აღჭურვილი პროფესიონალური Kärcher-ის ხალიჩების შამპუნირების აპარატით
ყველა ძირითადი ვერტიკალური მილი (ე.წ. სტაიაკი) აღჭურვილია ანტი-სუნის სპეციალური მოწყობილობებით
თითოეული სველი წერტილი აღჭურვილია ინდივიდუალური სავენტილაციო არხით, რაც გამორიცხავს სუნის გადატანას ნომრებს შორის
ყველა მილი დაფარულია ხმის იზოლაციის სპეციალური მასალებით, დამატებითი ხმის იზოლაცია გაკეთებულია ნომრების ჭერებში
100 კილოვატიანი გენერატორი
5 ტონიანი სარეზერვო წყლის რეზერვუარი, სპეციალური ტუმბოს სისტემით, რომელიც წყალს თანაბრად ანაწილებს ყველა სართულზე
ცენტრალური გათბობა–კონდიცირების სისტემა (ჩილერი და ფანკოილები)
მაღალსიჩქარიანი Wi-Fi ინტერნეტი მთელ შენობაში
ელექტრული სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა
ცენტრალური აუდიო სისტემა ყველა სივრცესა და სართულების ჰოლებში
ნომრებში საწოლთან განთავსებულია USB და Type-C შტეფცელები
სასტუმრო აღჭურვილია ახალი ავეჯით — რბილი ავეჯი დამზადებულია თურქეთში, მატრასები (ზამბარებით, 25 სმ სისქის, უმაღლესი ხარისხის) დამზადებულია თბილისში
კარები დაფარულია ბუნებრივი შპონით და აღჭურვილია გილიოტინის ტიპის ავტომატური დაბოლოებებით, რათა შუქი არ გამოჩნდეს კარის ქვემოდან
სველ წერტილებში დამონტაჟებულია Creavit-ის უნიტაზები და Geberit-ის ჩასარეცხი სისტემები; ხელსაბანები დამონტაჟებულია ნერჟავიის კარკასზე ქვის ზედაპირებით
ყველა ნომრის სველი წერტილი აღჭურვილია ბიდეებით
ნომრებსა და ჰოლებში დაგებულია Hilton-ის სტანდარტის მაღალი ხარისხის ხალიჩები, ჩამოტანილი უზბეკეთიდან
ნომრების კარებზე დამონტაჟებულია ელექტრონული საკეტები და ენერგოეფექტური key-card სისტემა
ნომრები აღჭურვილია თანამედროვე ტელევიზორებით, მინიბარებით, სასწორებით, საუთაო დაფებით, უთოებითა და სეიფებით