იყიდება ექსკლუზიური პრემიუმ პენტჰაუსი თბილისის ცენტრში — ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე | Royal Plaza
თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად ლოკაციაზე იყიდება უნიკალური, ორ დონიანი პრემიუმ კლასის პენტჰაუსი, რომელიც შექმნილია მათთვის, ვინც განსაკუთრებულ სივრცეს, ხარისხს და მაქსიმალურ კომფორტს აფასებს.
🏙 515 მ² საცხოვრებელი სივრცე
🌇 190 მ² საკუთარი სახურავის ტერასა 360° პანორამული ხედებით
🏊 კერძო აუზის ზონა
🛏 5 საძინებელი
🚗 2 საპარკინგე ადგილი
💰 ფასი: $1,350,000
პენტჰაუსი განთავსებულია Royal Plaza-ს შენობაში, ერეკლე ტატიშვილის 32–34-ში, რუსთაველის გამზირიდან დაახლოებით 5 წუთის სავალზე.
პენტჰაუსის ინტერიერი გამოირჩევა ინდივიდუალური დიზაინით, პრემიუმ მასალებითა და განსაკუთრებული ყურადღებით თითოეული დეტალის მიმართ.
სახლი მოიცავს 5 ფართო საძინებელს — თითოეულს აქვს საკუთარი სველი წერტილი და გარდერობი, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ პირად სივრცეს ოჯახის წევრებისა და სტუმრებისთვის.
ფართო მისაღები და ღია ტიპის სამზარეულო ქმნის ერთიან, შთამბეჭდავ სივრცეს. სამზარეულო მოწყობილია Miele-ს პრემიუმ კლასის ტექნიკით.
ინტერიერში წარმოდგენილია Roberto Cavalli-სა და Fendi-ს ავეჯი და დიზაინის ელემენტები, რაც პენტჰაუსს განსაკუთრებულ ხასიათსა და სტატუსს ანიჭებს.
მისაღები სივრციდან შესაძლებელია გასვლა ორ აივანზე.
პენტჰაუსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა 190 მ² კერძო სახურავის ტერასა, საიდანაც იშლება თბილისის შთამბეჭდავი 360° პანორამული ხედები.
ტერასაზე მოწყობილია კერძო საცურაო აუზის ზონა — იდეალური ადგილი დასვენებისთვის, სტუმრების მისაღებად, საღამოს შეხვედრებისთვის ან უბრალოდ ქალაქის ხედებით ტკბობისთვის.
სახურავის სივრცეს აქვს ცალკე შესასვლელი, რაც დამატებით კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს.
Royal Plaza
შენობაში მოქმედებს:
• 24/7 კონსიერჟი და დაცვა
• მიწისქვეშა პარკინგი — პენტჰაუსს ეკუთვნის 2 საპარკინგე ადგილი
• Carrefour — პირველ სართულზე
• RedMan Cafe — პირველ სართულზე
• Royal Plaza Hotel — შენობის მეორე სართულზე
ლოკაცია
📍 ერეკლე ტატიშვილის ქ. 32–34, თბილისი
რუსთაველის გამზირი და თბილისის ცენტრალური ნაწილი სულ რამდენიმე წუთის სავალზეა.
ეს არის შეთავაზება მათთვის, ვინც ეძებს უნიკალურ კერძო რეზიდენციას — საკუთარი rooftop ტერასით, აუზით, პანორამული ხედებითა და მსოფლიო პრემიუმ ბრენდებით შექმნილი ინტერიერით.
ფასი: $1,350,000
დამატებითი ინფორმაციისა და პენტჰაუსის სანახავად დაგვიკავშირდით.