ბინა ულამაზესი მთის ხედით მდებარეობს Twins-ის კორპუსში, New Gudauri-ში (RedCo-ს კომპლექსი) — კურორტის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას, „გუდაურას“ საბაგიროდან ფეხით რამდენიმე წუთის სავალზე. ამ ტერიტორიაზე ხშირად ტარდება სხვადასხვა ფესტივალი, ღონისძიება და შეჯიბრი.
ბინასთან ახლოს არის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა: Spar-ის სუპერმარკეტი, აფთიაქი, კაზინო, ბარები, რესტორნები, პიცერიები, მაღაზიები, სათხილამურო სკოლები, პარაპლანი, 3 SPA ცენტრი საუნებითა და აუზებით,საბავშვო საბაგიროები და სხვა.
ფასში შედის სათხილამურო აღჭურვილობის სათავსო (ski depot), ავეჯი, ტექნიკა და ჭურჭელი.
ბინა ძალიან ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს — არ აწუხებს რესტორნებიდან ხმაური, ბარებიდან მუსიკა, მწვადების კვამლი და სამზარეულოდან მომავალი სუნი.