ქირავდება წინასწარ 2 თვის გადახდით,
საბურთალოს ცენტრში, ჭაბუკიანის ქუჩაზე, გთავაზობთ ნათელ და კომფორტულ ერთოთახიან ბინას გრძელვადიან ქირავდება. ბინა მდებარეობს 9-სართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე, საერთო ფართობით 39 კვ.მ.
ბინა არის ახალი გარემონტებული და სრულად მოწყობილია თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით, რაც თქვენს ცხოვრებას უფრო მყუდროს და სასიამოვნოს გახდის. მისი ლოკაცია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურაზე მარტივ ხელმისაწვდომობას – მაღაზიები, კაფეები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები ახლოს მდებარეობს. ეს არის იდეალური ვარიანტი მათთვის, ვისაც სურს ცხოვრება ქალაქის კარგ უბანში, მოწესრიგებულ გარემოში.