Aura Home მდებარეობს გიორგი დანელიას ქუჩის გაგრძელებაზე, ნაფეტვრების გზაზე — მშვიდ და აქტიურად განვითარებად უბანში, Tbilisi Spark-ისა და Tbilisi Acres-ის მიმდებარედ.
პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ქალაქთან კავშირის შენარჩუნება სურს, თუმცა სახლში დაბრუნებისას სიმშვიდეს, ღია ხედებსა და ნაკლებად დატვირთულ საცხოვრებელ გარემოს ეძებს.
პროექტის მთავარი უპირატესობები:
- ბუტიკური კონცეფცია — სართულზე მხოლოდ 5 ბინა;
- კომპაქტური და გონივრულად დაგეგმარებული ბინები;
- ღია ხედები ბაგებისა და თბილისის მიმართულებით;
- 3.05 მეტრი კონსტრუქციული სიმაღლე;
- ალუმინის იზოპროფილიანი ვიტრაჟები;
- კომპოზიტური ფასადი;
- ბინებს შორის 20 სმ სისქის კედლები;
- კეთილმოწყობილი და გამწვანებული შიდა ტერიტორია;
- მოწესრიგებული სადარბაზო და საერთო სივრცეები;
- ბინები ბარდება თეთრი კარკასი+ მდგომარეობით.
თეთრი კარკასი+ მოიცავს:
- გალესილ კედლებს;
- მოჭიმულ იატაკს;
- გაყვანილ ელექტროობას;
- გათბობის მილებს;
- ცივი წყლისა და კანალიზაციის კომუნიკაციებს;
- მოპირკეთებულ აივანს;
- შესასვლელ რკინის კარს;
- დასრულებულ ფასადსა და სადარბაზოს.