ნათელი და კომფორტული ბინა ზღვისა და მთის ულამაზესი ხედებით! ეს არის ორი ბინის გაერთიანებული, გამჭოლი სივრცე, რაც უზრუნველყოფს განსაკუთრებულ სინათლეს, ჰაერის ცირკულაციას და ფართო, კომფორტულ განლაგებას.
ბინის მთავარი უპირატესობებია: ზღვისა და მთის ხედები; ნათელი და გამჭოლი სივრცე, ახალგარემონტებული (უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით), იზოლირებული სამზარეულო, ფართო 40 კვ.მ მისაღები ოთახი, სამი 15-15 კვ.მ საძინებელი, ცალკე კაბინეტი/სამუშაო ოთახი, ძვირადღირებული კოპიტის პარკეტი, ცენტრალური გათბობა, 3 კონდიციონერი, უმაღლესი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკა (3 სმარტ ტელევიზორით).
ბინა 3 წლის განმავლობაში ახალგაზრდა წყვილს ჰქონდა საცხოვრებლად, შესაბამისად, სივრცე ძალიან მოვლილი და საცხოვრებლად სრულად მზად არის.
მდებარეობა — მე-3 საჯარო სკოლის პირდაპირ, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია როგორც ოჯახებისთვის, ასევე მათთვის, ვინც აფასებს ცენტრალურ და კომფორტულ ლოკაციას. კორპუსის პირველ სართულზე არის SPAR და RED მარკეტები.
კორპუსის უპირატესობები: საკუთარი, კეთილმოწყობილი ეზო, საკუთარი ავტოსადგომი, დაცული ჭიშკარი, ვიდეოთვალით აღჭურვილი სადარბაზო.
ბინაში რჩება ტექნიკა და ავეჯი, მათ შორის Ashley-ისა და Laboratory-ს ხის ავეჯი.