ქირავდება კომფორტული და ნათელი 3-ოთახიანი ბინა ახალაშენებულ კორპუსში, ახალი რემონტით. საერთო ფართი 80.10 კვ.მ-ია და მდებარეობს 5-ე სართულზე. ბინა მოიცავს 2 საძინებელს, მისაღებ ოთახს, სამზარეულოს, ერთ სველ წერტილსა და აივანს. სრულად აღჭურვილია ავეჯითა და ტექნიკით: კონდიციონერი, ცენტრალური გათბობა, ცხელი წყალი, ბუნებრივი აირი, ინტერნეტი და საკაბელო ტელევიზია. ბინაში დაგხვდებათ მაცივარი, ქურა, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი. იდეალური ვარიანტია საცხოვრებლად. ბინა მდებარეობს ორთაჭალაში "სპორტ ტაიმი"-ს აუზის გვერდზე. იდეალური მდებარეობაა ყოველდღიური კომფორტისთვის, ფეხით სავალ მანძილზეა სხვადასხვა მარკეტი, აფთიაქი და ნიუ ჰოსპიტალსი.
პირველი და ბოლო თვის წინასწარი გადახდით. ასევე, დეპოზიტი 300 დოლარი.