ქირავდება პრემიუმ კლასის ბინა ქალაქის ცენტრში, „ამერი პლაზაში“ (Ameri Plaza); გაქირავება ხდება მინიმუმ 1 წლით, შინაური ცხოველების გარეშე. ბინა გამოირჩევა ღია ტიპის ფართო მისაღები ოთახითა და იზოლირებული საძინებლით; აქვს დიდი აივანი. ჩატარებულია ახალი რემონტი, ბინა სრულად არის ავეჯითა და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით აღჭურვილი.
მდებარეობს ქალაქის ცენტრში, სადაც ყველა საჭირო ობიექტი ფეხით სავალ მანძილზეა: ავტობუსის გაჩერება შენობის წინ მდებარეობს, მეტრო კი 5 წუთის სავალზეა. იქვეა კაფეები, რესტორნები, აფთიაქები, მაღაზიები, ბანკები და სუპერმარკეტები.
შენობაში უზრუნველყოფილია 24-საათიანი კონსიერჟისა და დაცვის მომსახურება, ასევე ვიდეომეთვალყურეობა.