ქირავდება ბინა აქსისის პრესტიჟულ კომპლექსში, სულხან ცინცაძის 12-ში, საბურთალოზე.
ბინა არის 130 მ², მოიცავს ორ საძინებელს, იზოლირებულ სამზარეულო-სასადილოს და მისაღებ ოთახს.
ბინა არის გამჭოლი, ორი სველი წერტილითა და ორი აივნით (ქუჩისა და ეზოს მხარეს).
ასევე, ბინას აქვს 8 მ² დამხმარე სათავსო ოთახი.
ნათელი ოთახების რაოდენობა ამ კვადრატულობაზე ქმნის სივრცის აღქმის საუკეთესო შესაძლებლობას.
მასტერ-საძინებელი თავისი 10 მ² სააბაზანოთი არის ნამდვილი ფუფუნება, სადაც ტუალეტი და საშხაპე იზოლირებულია.
სველი წერტილები მოპირკეთებულია ესპანური კერამოგრანიტით და აღჭურვილია საუკეთესო ტექნიკით.
ბინაში გამოყენებულია იტალიური შპალერი, გერმანული ლამინატი, ავსტრიული MDF-ით დამზადებულია ყველა კარი.
სახლი გაწყობილია ინგლისური და იტალიური ავეჯით.
საძინებლებში დგას საუკეთესო მასალით დამზადებული საწოლები მაღალი ხარისხის მატრასებით.
ბინა ქირავდება ცხოველების გარეშე.