ქირავდება ნათელი 3-ოთახიანი ბინა დიდ დიღომში ახალი რემონტით!🥰❤️
იდეალური ვარიანტია სტუდენტებისთვის, წყვილებისთვის, ოჯახისთვის ან მეგობრებისთვის. ეს რაიონი ცნობილია თავისი სივრცით, სუფთა ჰაერითა და ფართო გზებით, ხოლო თავად ლოკაცია ძალიან ბიუჯეტური და კომფორტულია საცხოვრებლად.
📌 ძირითადი მახასიათებლები:
ფართობი: 65 კვ.მ.
დაგეგმარება: სტუდიოს ტიპის სამზარეულო + 2 იზოლირებული საძინებელი.
აივნები: ყველა ოთახს აქვს თავისი გასასვლელი აივანზე (ჯამში სულ 3 აივანია) მდგომარეობა: ბინა არის ახალგარემონტებული — ყველაფერი სუფთა და მოწესრიგებულია. ამჟამად სრულდება ბოლო შტრიხები (დარჩენილია ზოგიერთი წვრილმანის შემოტანა და დამონტაჟება, რაც უმოკლეს დროში მთლიანად დასრულდება!)🛋️
კეთილმოწყობა: ბინაში არის აბსოლუტურად ყველაფერი, რაც საჭიროა კომფორტული ცხოვრებისთვის (ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და პირველადი ნივთები). შედით და იცხოვრეთ!
📍 ინფრასტრუქტურა და მდებარეობა: კორპუსი მდებარეობს ძალიან მშვიდ, წყნარ და მოსახერხებელ ადგილას. აქ გელოდებათ საოცრად მეგობრული და სასიამოვნო მეზობლები, რაც მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.
ტრანსპორტი: ავტობუსის გაჩერებამდე სულ რაღაც 5 წუთის სავალია ფეხით — მარტივად მიხვალთ თბილისის ნებისმიერ წერტილში. კორპუსის ირგვლივ არის ყველა საჭირო სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზია, მყუდრო კაფეები და პიცერიები.
თუ გექნებათ სურვილი დამატებითი სურათების გამოგზავნაც შემიძლია❤️
💰ქირის ფასი: $500 + კომუნალურები❤️
‼️ სხვა დეტალებზე გთხოვთ არ მოგერიდოთ და მომწეროთ ან დამირეკოთ❤️