ქირავდება ჩემი დიდი ზრუნვით მოწყობილი, 65 მ2 ახალი აშენებული ბინა რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩაზე. ეს არის თანამედროვე და კომფორტული საცხოვრებელი სივრცე, რომელიც მდებარეობს ახალაშენებულ კორპუსში. ბინა სრულად მზადაა საცხოვრებლად. ტექნიკა და ავეჯი ფატრობრივად რჩება ბინაში (დასადგამი სარკის, ტრილიაჟის მაგიდისა და სკამის, ყავის აპრატის, მიკროტალღური ღუმელისა და პატარა სანათის გარდა). აივანს აქვს ორი გასასვლელი, საძინებლიდან და მთავარი ოთახიდან. აივანი არ გადაყურებს მთავარ გზას, შესაბამისად ბინა არის მყუდრო და წყნარი. კორპუსს აქვს ორი ლიფტი. შესასვლელში, ლიფტებსა და სართულებზე მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი. თავდაპირველად, დავდებთ ერთ წლიან ხელშეკრულებას, ორივე მხარის შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ> გასაქირავებელ ფასში არ შედის კომუნალური გადასახადები, ინტერნეტი და ლიფტის გადასახადი. ტელევიზია და ინტერნეტი არის ბინაში. პირველი თვის ქირასთან ერთად გადასახდელი იქნება დეპოზიტი, რომელიც მოიცავს ასევე 700 დოლარს. ერთი წლის შემდეგ, თანხა დაგიბრუნდებათ უკან. მეტრო ისანი, ორთაჭალის ვაგზალი, ისანი მოლი არის ფეხით მისასვლელ მანძილზე. კორპუსის გვერდით არის სკვერი. აეროპორტამდე მანქანით დაგჭირდებათ 20 წუთი, ქალაქის ცენტრამდე 15-ი.