მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა 46. ბინა მდებარეობს ახალ საცხოვრებელ კომპლექსში Uni House. ბინა ახალი გარემონტებულია და აქამდე არავის უცხოვრია.
კომპლექსს აქვს დიდი დახურული შიდა ეზო, საკუთარი პარკი და ღია სპორტული მოედანი.
ბინას აქვს არასტანდარტული განლაგება: ცალკე საძინებელი, სამზარეულო სასადილო ზონით და დამატებითი სივრცე, რომელიც მინის ტიხრით არის გამოყოფილი. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც მისაღებ ოთახად, ასევე სამუშაო კაბინეტად.
ბინა სრულად არის მოწყობილი ავეჯითა და ტექნიკით, მათ შორის: ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ღუმელი, მიკროტალღური ღუმელი, სარეცხი მანქანა და კონდიციონერი.
სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით ტელევიზორის, პროექტორის ან ავეჯის შეტანა.
ბინაში არის აბაზანა და დიდი გარდერობი.