ქირავდება 56 მ² ბინა ახალაშენებულ კორპუსში, რეზო გაბაშვილის ქუჩაზე. ბინა მდებარეობს „არქი იასამნები A“ ბლოკში, რომელიც პროექტის პირველი საცხოვრებელი სახლია. კომპლექსი განლაგებულია მუხიანის საუკეთესო ადგილას. მეტრო „ახმეტელი“ 5 წუთის სავალზეა, ხოლო მულტიფუნქციური სივრცე „რადიო ქალაქი“ 2 წუთის სავალზე. კომპლექსთან ახლოსაა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა კომფორტული ყოველდღიური ცხოვრებისთვის. პროექტის გამორჩეული ნაწილია 12 000 კვ. მ. გამწვანებული ეზო იასამნის ბაღით, რომელიც მოიცავს სპორტულ მოედანს, პადელის კორტს, სავარჯიშო დარბაზს, საბავშვო გასართობ ზონას და სამეზობლო ლაუნჯს. მშენებლობაში გამოყენებულია გერმანული ბრენდის YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც ტემპერატურის შენარჩუნებით 40%-ით ზოგავს ენერგიას და ამცირებს კომუნალურ გადასახადებს.