ქირავდება ოროთახიანი სტუდიოს ტიპის ბინა, დიდუბეში, ხოშარაულის ქუჩაზე, „ტაჰა პლაზას“ ახალაშენებულ კომპლექსში. ბინა საუკეთესოდ არის გარემონტებული შემოსასვლელში და საძინებელში არის დიდი კარადები ვრცელი სათავსოებით. დამონტაჟებულია საუკეთესო ტექნიკა, ჩაშენებული მაცივარი და ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მიკროტალღური ღუმელი, სარეცხის მანქანა, დიდი სმარტ ტელევიზორი. ასევე დაგხვდებათ თითქმის ყველანაირი ჭურჭელი და საოჯახო ნივთები. ბინა არის 2 წუთის სავალზე წერეთლის გამზირიდან და 10 წუთის სავალზე მეტროსადგურ წერეთლიდან, ირგვლივ არის უამრავი სხვადასხვა ტიპის მაღაზია, აფთიაქი და ა.შ. ბინას აქვს აივანი სამხრეთის მიმართულებით. არის მზიანი ნათელი და თბილი, რის გამოც გათბობის კუთხით საგრძნობლად ეკონომიურია. აივნიდან იშლება ხედი ქალაქზე. სადარბაზოში არის 2 ლიფტი.