ქირავდება 4-ოთახიანი ახალგარემონტებული, უცხოვრებელი ბინა საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე, „შენი სახლი უნივერსიტეტის“ საცხოვრებელ კომპლექსში.
ბინის საერთო ფართობია 130 კვ.მ და მოიცავს:
• სტუდიოს ტიპის ფართო მისაღებ ოთახს;
• 3 იზოლირებულ საძინებელს;
• 2 სველ წერტილს;
• სამრეცხაო ოთახს;
• 2 აივანს.
ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯით, ტექნიკითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით. დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა, 2 კონდიციონერი და ჭურჭლის სარეცხი მანქანა.
დარჩენილია მხოლოდ მინიმალური დეტალების დასრულება. დამქირავებლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი ავეჯისა და ტექნიკის უზრუნველყოფაც.
„შენი სახლი უნივერსიტეტის“ თანამედროვე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც გამოირჩევა დიდი გამწვანებული და სარეკრეაციო სივრცეებით, კეთილმოწყობილი ეზოებით, საბავშვო ზონებითა და მშვიდი საცხოვრებელი გარემოთი. კომპლექსი მდებარეობს უნივერსიტეტის ქუჩაზე, განვითარებულ ინფრასტრუქტურაში, სადაც ახლოსაა უნივერსიტეტები, მაღაზიები, აფთიაქები, კაფეები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა ყოველდღიურად საჭირო ობიექტები. პროექტის ტერიტორიაზე დაგეგმილია კომერციული სივრცეებიც, რაც საცხოვრებელ გარემოს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით WhatsApp-ის მეშვეობით.