ქირავდება 2-ოთახიანი, ნათელი და ფართო ბინა დიდ დიღომში მეორე სართულზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან.
საცხოვრებელი 81 კვ.მ: მისაღები ოთახი (40 კვ.მ), 1 საძინებელი (13 კვ.მ), იზოლირებული სამზარეულო (14 კვ.მ), შემოსასვლელი (10 კვ.მ) და სველი წერტილი (4 კვ.მ).
ბინა არის გამჭოლი და მზიანი. აქვს 2 აივანი დამატებითი დახურული სათავსოებით. ბინა არის მოვლილ და იდეალურ მდგომარეობაში. დაგხვდებათ სრული კომფორტი და ცხოვრებისთვის საჭირო ყველა დეტალი. უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის ტექნიკით: ცენტრალური გათბობა, 2 კონდიციონერი, 2 ტელევიზორი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ღუმელი, მიკროტალღური, ტოსტერი, ელ. ჩაიდანი.