იყიდება 76 მ² ფართობის, 2-საძინებლიანი სტუდიოს ტიპის ბინა ვაკეში, რამიშვილის ქუჩაზე, მზიურის პარკის მომიჯნავედ — ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ ლოკაციაზე.
ბინა შესრულებულია ნათელ და გემოვნებიან ფერებში. ინტერიერის თითოეული დეტალი — ავეჯი, სამზარეულო და საცხოვრებელი სივრცის დაგეგმარება — გათვლილია მაქსიმალურ კომფორტსა და პრაქტიკულ გამოყენებაზე. ტექნიკა და ინვენტარი მაღალი ხარისხისაა, ხოლო ტელევიზორები ახალი თაობის მოდელებია.
სადარბაზო არის სუფთა, მოწესრიგებული და დაცული. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგხვდებათ მზიურის პარკი, მრავალფეროვანი კაფეები, რესტორნები და გასართობი ობიექტები, რაც ამ ბინას საცხოვრებლად თუ საინვესტიციოდ განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
ბინა ამჟამად გაქირავებულია 1 წლის ვადით, თვეში 1,100 აშშ დოლარად, რაც ახალ მფლობელს სტაბილური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს პირველივე დღიდან.